მუსიკალური ნაწარმოების შინაარსი


შინაარსის მიხედვით მუსიკა მეტად მრავალფეროვანია. მუსიკა შიეძლება  ასახავდეს მოვლენებს ხალხის ცხოვრებიდან, მის ისტორიულ წარსულს, ასევე ცალკეული ადამიანების გრძნობებსა და განცდებს, მათ სიხარულსა და მწუხარებას. ამიტომ მუსიკა შეიძლება იყოს სხვადასხვა განწყობილებისა და შინაარსის.
მრავლი მუსიკალური ნაწარმოები მიძღვნილია ისტორიული წარსულისადმი, გადმოცემულია ხალხის ბრძოლა  სამშობლოს დასაცავად. მაგალითად, გლინკას ოპერა „უვანე სუსანინი“ მოგვითხრობს რუსი ხალხის სიმამაცეზე პოლონელ დამპყრობლებთან ბრძოლაში. ფაშიზმთან ბრძოლაა ასახული შოსტაკოვიჩის VII  სიმფონიაში.~
ამრიგად, მუსიკას შეუძლია მოუთხროს მხმენელს იმის შესახებ, თუ რითი ცხოვრობენ ადამიანები, როგორია მათი ყოფა, შინაგანი სამყარო. ხელოვნების სხვა დარგებისაგან განსხვავებით, მუსიკალური ნაწარმოების შინაარსი გადმოიცემა განსაკუთრებული მუსიკალური ენით, ამიტომ მუსიკისგამომსახველობითი ხერხების ცოდნა, რომელიც მის საფუძველს წარმოადგენს, ეხმარება ადამიანს ღრმად ჩასწვდეს და აღიქვას მუსიკალური ხელოვნება.

მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება, კინო. განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან (ჰომოფონია, პოლიფონია, ჰეტეროფონია) მუსიკას.
ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.

No comments:

Post a Comment