კლასიკური მუსიკა




კლასიკური მუსიკა — მუსიკის ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა დასავლურ ლიტურგიულ და საერო მუსიკაზე დაფუძნებით. მისი განვითარების პერიოდი მოიცავს დაახლოებით ცხრა საუკუნეს. XI საუკუნიდან - დღემდე. მუსიკის ამ ტიპის ძირითადი ტრადიციები ჩამოყალიბდა 1550-1900 წლებში.

ტერმინი „კლასიკური მუსიკა“ გამოჩნდა მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში, რაც მიზნად ისახავდა იოჰან სებასტიან ბახიდან მოყოლებული ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ჩათვლით არსებული ტრადიციების კანონიზებას. ტერმინი პირველად ნახსენებია ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონში (1836).

                                                          ოპერა
ოპერა (იტალ. opera) — თეატრალური წარმოდგენის მხატვრულ-დრამატული ფორმა, რომელშიც მოქმედება ძირითადად მუსიკით (სიმღერითა და აკომპანემენტით) სრულდება. ოპერა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თხზულებას. ოპერა არის სინთეზური, მასში გაერთიანებულია სიმღერა, სცენური მოქმედება, ინსტრუმენტული მუსიკა, დრამა და ა.შ. ოპერის საორკესტრო შესავალს ჰქვია უვერტიურობა, ოპერის ტექსტს ლიბრეტო, ხოლო ოპერის მოქმედებებს ჰქვია აქტები. ოპერაში გვხვდება მელოდიას მოკლებული სიტყვიერი ტექსტი, რომელსაც ეწოდება რეჩიტატივი. ოპერაში მომღერალი თავის გრძნობებს გადმოგვცემს არიით. ორი მომღერლის მღერას ჰქვია დუეტი.
რომ ოპერა როგორც ჟანრი, სრულიად შემთხვევით წარმოიქმნა და რომ იგი გენიალური შეცდომის შედეგია. აღორძინების ეპოქაში ანტიკური ბერძნული ტრაგედიით გატაცებულ ხელოვანებს ტრაგედიის პირვანდელი სახის აღდგენა უნდოდათ. მათ, რასაკვირველია, იცოდნენ, რომ ანტიკური ტრაგედიის ქოროს პარტიები მუსიკის თანხლებით სრულდებოდა, თუმცა არ იცოდნენ, ჰქონდა თუ არა მუსიკალური გაფორმება დრამატულ პარტიებს. ძველი ბერძნული ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო როგორც გრძელი და მოკლე ხმოვნების მონაცვლეობა, ასევე მუსიკალური მახვილი, სრულიად შესაძლებელი იყო, რომ ტრაგედიის დრამატულ პარტიებსაც დღევანდელი გაგებით მუსიკალური ჟღერადობა ჰქონოდათ. სწორედ ამიტომ, აღორძინების ხანის კომპოზიტორებმა ლიბრეტოს დრამატულ პარტიებს მუსიკა დაადეს და შექმნეს ის ფორმა, რომელსაც დღეს ჩვენ რეჩიტატივს ვუწოდებთ. დროთა განმავლობაში რეჩიტატივები არიებში, დუეტებში და მთელ ანსამბლებშიც კი გადაიზარდა. სხვათა შორის, ამ ექპერიმენტატორთა შორის გალილეო გალილეის მამაც კი გახლდათ, თუმცა მისი შექმნილი საოპერო ოპუსი ისტორიას არ შემორჩა. ამ ექსპერიმენტის პირველი შედეგი იყო ჯაკოპო პერის მუსიკალური დრამა “დაფნე”, რომელიც ოტავიო რინუჩინის ლიბრეტოს მიხედვით შეიქმნა. მისი პრემიერა 1594 წელს ფლორენციაში შედგა. “დაფნეს” მალევე მოჰყვა პერის მეორე ოპერა “ევრიდიკე”, რომელიც 1660 წელს დაიდგა. ეს მუსიკალური დრამები (სწორედ ასე ერქვა მაშინ ამ ჟანრს, ტერმინი “ოპერა” მხოლოდ მე-18 საუკუნეში შემოდის) თავისი ექსპერიმენტული ხასიათის გამო მხოლოდ ხელოვანთა და არისტოკრატთა ვიწრო წრეში საჩვენებლად იყო განკუთვნილი. მართალია, ეს ქმნილებები ჯერ კიდევ შორს იყო იმისგან, რასაც კლასიკური გაგებით საოპერო ნაწარმოები ჰქვია, თუმცა სწორედ აქ მოხდა პირველად თეატრის ისტორიაში ის, რამაც საფუძველი ჩაუყარა ოპერის განვითარებას: სპექტაკლი მთლიანად მუსიკალური თანხლებით სრულდებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ იგი წერს ოპერას “ორფეოსი” და, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ნაწარმოებიდან იწყება ოპერის ისტორიაც. მონტევერდის უამრავი ოპერა დაიკარგა, თუმცა ჩვენამდე შემოინახა მისი ბოლო წლების საუკეთესო ნაწარმოებები. მაგალითად ,,პოპეას კორონაცია” (1642) იქიდან გამომდინარე, რომ ოპერა ანტიკური ტრაგედიის მიბაძვა იყო, პირველი ოპერების უმრავლესობა ანტიკური მითების სიუჟეტებზეა შექმნილი. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ოპერა ცდება ანტიკური ტრაგედიის ჩარჩოებს და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. მისი ლიბრეტოებიც აღორძინების ეპოქისთვის დამახასიათებელ მოარულ სიუჟეტებზე იქმნება და საოპერო ნაწარმოებებსაც უკვე ოპერისთვის სპეციალურად აგებულ შენობებში დგამენ. ანტიკური თემატიკისკენ შემობრუნება მე-18 საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება ჰენდელისა და გლუკის ნაწარმოებებით. და ახალი ოპერის დაბადება სწორედ გლუკის “ორფეოსსა და ევრიდიკეს” უკავშირდება. სწორედ გლუკის რეფლექსიაა მოცარტის, როსინის, ვერდის, ვაგნერისა და რიხარდ შტრაუსის შემოქმედება.


                                                            ოპერეტა
სიტყვა ოპერეტა (ფრანგ.: opérette, გერმ.: operette, იტალ.: operetta) - იტალიურია. სიტყვა-სიტყვით თუ ვთარგმნით, ნიშნავს პატარა ოპერას,ხოლო შინაარსით - გასართობი ხასიათის მსუბუქი ოპერა, სადაც სიმღერასთან ერთად სალაპარაკო ელემენტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სწორედ ამ ნიშნით განსხვავდება ოპერეტა ჩვეულებრივი ოპერის ჟანრისგან.

ოპერეტის შინაარსი, ანუ ლიბრეტო ძირითადად აღებულია ანეკდოტური და სამხიარულო სიუჯეტებიდან. იუმორის, სატირის მეშვეობით აქ სააშკარაოზეა გამოტანილი ადამიანთა უარყოფითი თვისებები, სასაცილო თავგადასავალი და სხვა. შინაარსის შესაბამისად, მუსიკაც მსუბუქია, მხიარული, ნათელი ფერებითაა აღსავსე. ამგვარი მუსიკა მსმენელის მიერ ადვილად აღიქმება.

ოპერის ჟანრი წარმოიშვა XIX საუკუნეში. თავის დროზე იგი საზოგადოების დიდმა ნაწილმა არასერიოზული მუსიკის ჟანრს მიაკუთვნა. მიუხედავათ ამისა, ოპერეტამ მტკიცედ მოიკიდა ფეხი სცენაზე. ოპერეტის ყველაზე თვალსაჩინო კომპოზიტორია ჟაკ ოფენბახი. მან 100-ზე მეტი ოპერეტა დაწერა.

წართული ოპერეტის ნიმუშები მრავლად მოგვეპოვება. სპექტაკლები ამჟამად იდგმება ვ.აბაშიძის სახ. მუსიკალური კომპედიის თეატრის სცენაზე. ქართული ოპეერეტის ავროტები არიან: რევაზ ლაღიძე, გიორგი ცაბაძე, სულხან ცინცაძე, ვაჟა აზარაშვილი, შოთა მილორავა და სხვანი. ოპერეტის ჟანრმა კინოხელოვნებაშიც გადაინაცვლა, ასე წარმოიშვა "მიუზიკლი".
 




Č

No comments:

Post a Comment