მუსიკა




სიტყვა „მუსიკა“ წარმოიშვა ძველბერძნული „მუზისაგან“, ძველბერძნულ მითოლოგიაში თავდაპირველად სიმღერის, მოგვიანებით კი პოეზიის, ხელოვნებისა და მეცნიერების მფარველ ქალღმერთებად მიჩნეული იყვნენ მუზები. მითებში მოიხსენიებოდა 9 მუზა: კლიო (ისტორიის), მელპომენე (ტრაგედიის), თალია (კომედიის), ევტერპა (მუსიკის), ტერფსიქორა (ცეკვის), კალიოპა (ეპიკური პოეზიის), ურანია (ასტრონომიის), ერატო (სატრფიალო პოეზიის), ჰოლიჰიმნია (ჰიმნის მიმიკის), - მფარველი ქალღმერთები, ეს მუზები იყვნენ, ღმერთების  სამეფოს - ოლიმპოს მბრძანებლის - ზევსისა და მნემოსინეს ასულები. მუზებს ქანდაკებაში გამოსახავდნენ, როგორც ახალგაზრდა მშვენიერ ქალებს.

მუსიკა ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიამ არა ერთი ლამაზი  ლეგენდა, მითი  თუ თქმულება მოგვითხრობს მუსიკის უდიდეს ძალასა და ადამიანზე მისი ზემოქმედებიის  არაჩვეულებრივ შესაძლებლობებზე. გავიხსენოთ თუნდაც ჩვენი დიდი მასწავლებლის იაკობ გოგებაშვილის  „იავნანამ რა ჰქმნა“ ... ან ძველი ბერძნული მითი ორთეოსზე. იქ, სადაც უძლური იყო ისარი და მახვილი, ძალა და ვაჟკაცობა , ორთეოსის სიმღერა სასწაულებს ახდენდა. თავისი ჯადოსნური სიმღერით მან თვით ქვესკნელის ბინადარნიც მოხიბლა, როდესაც ევრიდიკეს დასაბრუნებლად ჰადესში ჩავიდა.
მუსიკა გამოხატავს ყველაზე მაღალ გრძნობებსა და უფაქიზეს განცდებს და ძნელად   წარმოსადგენია ადამიანი, რომელსაც მუსიკა არ უყვარდეს, ოღონდ მუსიკის აღქმა არის სხვადასხვაგვარი: ზერელე ან ღრმა, მუსიკაც სხვადასხვაგვარია- მსუბუქი და სერიოზული. ესაა, სიმღერები, საცეკვაო მელოდიები, ე.წ. პოპ. მუსიკა, როკი. ამგვარი მუსიკა, რასაკვირველია სჭირდება ადამიანს, იგი აუმჯობესებს მის გუნება-განწყობილებას, თანაც ადვილად დასამახსოვრებელია. მსუბუქ მუსიკას წერენ „სერიოზული“ კომპოზიტორებიც, მთავარია, რომ ეს კარგი მუსიკა იყოს.
ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის,ვერდის, ლისტის, ჩაიკოვსკის, რახმანინოვის, შოსტაკოვიჩის, ფალიაშვილის მუსიკა- ეს სერიოზული მუსიკაა. მის მოსმენას სწავლა სჭირდება და ეს ყველას შეუძლია.





Č

No comments:

Post a Comment